ნარგიზას გაკვეთილები ისტორიაში


                                                               

         2018 წლის 25 მაისს ჩავატარე  გაკვეთილი ისტორიაში,რომელიც გათვლილი იყო  უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად.
        გაკვეთილი ჩატარდა VII-ბ კლასში.  კლასში სიით ირიცხება28 მოსწავლე,მათ შორის  1  სსსმ მოსწავლე. გაკვეთილს ესწრებოდა  25 მოსწავლე.
        გაკვეთილის თემა იყო:  პეტრე  I-ის რუსეთი.რუსეთი და კავკასია
        გაკვეთილის მიზანი:                                                                                                            1.მოსწავლეები შეძლებენ  ინფორმაციის მოპოვებას                                                                            სახელმძღვანელოს  ტექსტსა  და  წყაროებზე  დაყრდნობით.                                          2.მოსწავლეები იმსჯელებენ  რუსეთისა და  რუსეთ-კავკასიის  საშინაო  და  საგარეო  პოლიტიკის  შესახებ  XIII საუკუნის   პირველ  ნახევარში.
  გაკვეთილის  მიზანი  სსსმ  მოსწავლისათვის:
1.მოსწავლე  შეძლებს  ტექსტის  გარკვეული  ნაწილის წაკითხვას კლასელის დახმარებით.
2.მოსწავლე შეძლებს  მასალიდან თარიღების გადმოწერას.
3.სწავლე შეძლებს მასწავლებლის მიერ მიწოდებული ვიდეორგოლიდან  ტექსტში მოცემული ფოტოს ამოცნობას.
თავდაპირველად  შევარჩიე   ჩასატარებელი გაკვეთილის მიმართულების მონახაზი და კონსულტაცია გავიარე შეფასების ჯგუფის წევრებთან.გამოიკვეთა ძირითადი საკითხები,რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამემახვილებინა გაკვეთილზე.
   მიზნის მისაღწევად დავგეგმე სხვადასხვა აქტივობები,მიზნამდე მიმავალი გზები და საჭიროებები.
  სულ დაგეგმილი იყო  7  აქტივობა.შესაბამისი აქტივობები გამარტივებული ვარიანტით შერჩეული იქნა    სსსმ მოსწავლისათვის.
     გაკვეთილის მსვლელობისას გამოიკვეთა,რომ თითოეულმა აქტივობამ,რესურსმა   გამოიწვია  მოსწავლეთა  მაქსიმალური  ჩართულობა და აქტიურობის ზრდა,რის საშუალებითაც მოხდა თემის ნათლად გააზრება.


   აქტივობის შერჩევის  მართებულობა გამოვლინდა გაკვეთილის პროცესში,როცა მოსწავლეებმა შეძლეს მასალიდან  მთავარი საკითხების გამოყოფა,დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და მოიყვანეს დამადასტურებელი არგუმენტები.


    გაკვეთილი ხალისიან.აქტიურ სამუშაო ვითარებაში წარიმართა. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო რომ რამდენიმე მოსწავლემ ახალ ამპლუაში წარმოაჩინა საკუთარი თავი.გაკვეთილის მსვლელობაში შესაძლებლობის ფარგლებში აქტიურობდა  სსსმ  მოსწავლე,რითაც კმაყოფილი დავრჩი. კლასის მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა ჩემი ქება და წახალისება დაიმსახურა.



        გაკვეთილმა მიზანს მიაღწია.უკმაყოფილების გრძნობა არ მქონია.
გაანალიზების შემდეგ აღმოვაჩინე,რომ რიგი საკითხი შეიძლებოდა უკეთესად გამოსულიყო-ვერ უზრუნველვყავი ყველა მოსწავლის მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში,ჯგუფური მუშაობისას ძირითადად ბარათებით მოვახდინე დავალების მიცემა,თითოეული აქტივობის წინ არ გამოვყავი შეფასების რუბრიკა.


    ჩემს მომავალ პედაგოგიურ საქმიანობაში გავითვალისწინებ აღნიშნულს და უფრო დავხვეწ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას.


                                        

                                     სსიპ მამუკა სამაკაშვილის სახელობის      N 2  საჯარო სკოლის               ისტორიის მასწავლებელი       ნარგიზი ფირცხალავა                                                                                                                                                    
                                    

No comments:

Post a Comment