მთავარი


კლუბური მუშაობის როლი ახალგაზრდების აღზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია!



,,პედაგოგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციად მიმაჩნია, საკუთარი შესაძლებლობების ზედმიწევნით რეალიზებაში დაეხმაროს მოსწავლეს. საამისოდ კი მან უნდა შეძლოს მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების შეცნობა, მშობელთან თანამშრომლობა, მასთან ერთად ზრუნვა ბავშვის ძლიერი მხარეების მაქსიმალურ განვითარებაზე, სუსტის დაძლევაზე. ეს ძალიან რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. მე მრავალ პედაგოგთან მიწევს ურთიერთობა და ვყოფილვარ იმის მოწმე, რამდენის მიღწევა შეუძლია ინტერესისა და სურვილის შემთხვევაში მასწავლებელს.
. მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული დაფასებაზე, მშობლის მადლიერებაზე. ყველა ადამიანს სჭირდება ქება, მის მიერ გაწეული შრომის დანახვა. დიდი მნიშვნელობა აქვს, ხედავს თუ არა მშობელი პედაგოგის ძალისხმევას, თანამშრომლობს თუ არა სკოლასთნ. როდესაც სკოლა და ოჯახი შეთანხმებულად მოქმედებენ, შედეგი გარანტირებულია."

მარინა უშვერიძე

No comments:

Post a Comment