საქართველოს მხარეების ისტორიული სამოსი
ქართული სამოსის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით 25 მაისს ქ.წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში ა/ო "აკმეს" მიერ დაარსებულმა ისტორიის კლუბმა "ჰელიომ" მოამზადა პრეზენტაცია.
კლუბმა წარმოადგინა მასალები საქართველოს მხარეების ისტორიულ სამოსზე. პრეზენტატორებმა ისაუბრეს სვანეთის, ქართლ-კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარა-გურიის, იმერეთის, კინტო-ყარაჩოღელის(ქალაქური სამოსი) და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონის სმოსზე.
პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა, რადგან ამავდროულად ხაზი გაუსვეს დროთა განმავლობაში სახეშეცვლილ სამოსს საქართველოს რეგიონებში
არა ძალადობას!
01.05.2018 სსიპ. მ.სამაკაშვილის სახელობის ქ.წყალტუბოს #2 საჯარო სკოლაში "მოვუსმინოთ მოსწავლეებს" ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია თანამედროვეობისათვის საკმაოდ აქტუალურ თემაზე-"არა ძალადობას!".
ინიციატივა სკოლის მოსწავლეებისაგან მოდიოდა და მომზადდა ისტორიის კლუბ "ჰელიოს" მიერ.
კონფერენცია მონაწილეთა აქტიური თანამშრომლობით წარიმართა და ყველამ ერთად ვუთხარით "არა ძალადობას!"
9 აპრილი როგორც ერის ცოცხალი მეხსიერების ნაწილი
10.04.2018
მორიგი პრეზენტაცია თემაზე: "9 აპრილი როგორც ერის ცოცხალი მეხსიერების ნაწილი".
პრეზენტატორებმა თ.გოგიძემ და თ.ბიბილეიშვილმა ისაუბრეს ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობასა და ტრაგიკულ მოვლენებზე.
იმაზე თუ რაოდენ მძიმე წარსული ჰქონდა საქართველოს და მაინც როგორ შეძლო მოეღწია აქამდე...
სწავლება საგნებზე დაკვირვებით
30.03.2018
მორიგი პრეზენტაცია თემაზე: სწავლება საგნებზე დაკვირვებით. თემაზე თავად კლუბის ხელმძღვანელმა ქ-ნ ნარგიზი ფირცხალავამ ისაუბრა.
მან ძირითადად ყურადღება შემოქმედობითობაზე და ჩართულობაზე გაამახვილა. პრეზენტაცია საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა
07.03.2018
მორიგი პრეზენტაცია თემაზე გარჩევა მატერიალურ და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობებს შორის.
მორიგი პრეზენტაცია თემაზე გარჩევა მატერიალურ და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობებს შორის.
პრეზენტატორმა ი.ჯანგავაძემ ისაუბრა გრინვიჩის ობსერვატორიას, ჩადრსა და ცეკვა "ტანგოზე".
1921 წლის 25 თებერვალი
27.02 შემდეგი პრეზენტაცია თემაზე: 1921 წლის 25 თებერვალი. საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობა.
პრეზენტატორებმა ს.გურეშიძემ და თ.ხარაბაძემ ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის ამ მტკივნეულ წარსულზე და ხაზი გაუსვეს ამ თარიღის მნიშვნელობას დღევანდელი თაობისათვის წარსულის გადმოსახედიდან.
ექვსკურსია
ისტორიის კლუბი ""ჰელიო" აგრძელებს ჩვენი ქალაქის ღირსშესანიშნაობებთან სტუმრობას. 15 თებერვალს ბიოლოგიურ და ეკონომიკურ კლუბებთან ერთად მოვინახულეთ არქიტექტურითა და სილამაზით განთქმული N6 სააბაზანო.
მიზანი მარტივი იყო:წყალტუბოელებისათვის შეგვეხსენებინა,სხებისთვის კი გაგვეცნო ჩვენი ქალაქ-კურორტი.
იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლები
14 თებერვალს, ისტორიის კლუბის"ჰელიოს" წევრებმა მორიგი პრეზენტაცია წარმოვადგინეთ: სკოლის ფოიეში მოსწავლეებსა და პედაგოგებს შევთავაზეთ მასალები იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლებზე და საინტერესო ნაწყვეტები ქართული ფილმებიდან.
საქართველოს ისტორიული ქალაქები
08.08 ისტორიის კლუბ "ჰელიოს" მორიგი პრეზენტაცია თემაზე: საქართველოს ისტორიული ქალაქები.პრეზენტაცია წარადგინეს პრეზენტატორებმა ბ.ვარდანიძემ და ნ.მეშველიანმა.
08.08 საქართველოს "მეფეთ მეფის " დავით აღმაშენებლის ხსენების დღე,რაც ჩვენმა კლუბმა მცირე ვიდეორგოლით გაიხსენა.ამ ვიდეორგოლით ვეცადეთ შეგვეხსენებინა ახალგაზრდებისთვის ქვეყნის უდიდესი მეფის დავით მე-4 აღმაშენებლის ღვაწლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
ვიდეორგოლი შესვენებების განმავლობაში ტრიალებდა სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი კლუბის პირველი მცდელობა იყო უშედეგოდ მაინც არ ჩაუვლია,ჩვენ მაინც შევძელით მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის დაინტერესება.
მაჰათმა განდი - მეოცე საუკუნის თავისუფლების სიმბოლო
31.01.2018 გაიმართა მორიგი პრეზენტაცია თემაზე: მაჰათმა განდი-მეოცე საუკუნის თავისუფლების სიმბოლო.
პრეზენტატორებმა ანა ტერეშენკომ და ლიზი სიმსივემ ისაუბრეს მაჰათმა განდის ადრეულ ცხოვრებასა და აქტივიზმზე,ხაზი გაუსვეს აგრევე მის უდიდეს დამსახურებას მსოფლიოს ისტორიაში.
"მრავალი საუკუნე ერთ შენობაში"!
26.01.2018 ისტორიის კლუბმა "ჰელიომ" მოაწყო მცირე ექვსკურსია ჩვენი ქალაქის-წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ექვსკურსიამძღოლმა, მუზეუმის პირველმა დირექტორმა ქ. ციალა ღვინიანიძემ გვესაუბრა მუზეუმის დაარსების და ექსპონატების ისტორიაზე,რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას
"ურთიერთკავშირი კულტურასა და ბუნებას შორის".
22.01.2018 გაიმართა ა/ო "აკმეს" მიერ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში დაარსებული ისტორიის კლუბ "ჰელიოს" მორიგი პრეზენტაცია თემაზე "ურთიერთკავშირი კულტურასა და ბუნებას შორის".
პრეზენტატორებმა ი.ჯანგავაძემ,თ.გოგიძემ და თ.გურეშიძემ ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრეს ბაბილონის დაკიდებული ბაღების-ანუ ადამიანის ხელით აგებული ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრების ჰარმონიული შეკავშირება გარემოსთან.
უნდა ავღნიშნოთ ისიც რომ ჩვენი კლუბის ლიდერის თამარ ჩიხლაძის გადასვლის გამო ჩვენი კლუბი მაინც არ შეწყვეტს მუშაობას და ძველი მოტივაციით გავაგრძელებთ თანამშრმლობას.
მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენცია
07.12 წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში გაიმართა ა/ო "აკმეს" მიერ შექმნილი ისტორიის კლუბ "ჰელიოს" მორიგი თემის: მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენცია - პრეზენტაცია. ამჯერად თემის დამუშვებაზე კლუბის წევრები დაიყო ჯგუფებად და შესაბამისი კონტინენტიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები დაამუშვეს.
1 ჯგუფი- ევროპა (რეტის რკინიგზა,კატალონიური სასახლე)
2 ჯგუფი-ავსტრალია (ულურუს მთა, დიდი ბარიერული რიფი, კუნძული ფრეიზერი, კუნძული მაკუორი)
3 ჯგუფი- ჩრდ.ამერიკა (ჯუნგლებში დაკარგული პირამიდების ქალაქი-მაკუორი)
4 ჯგუფი-სამხრ.ამერიკა (ჟაუს ეროვნული პარკი,სურა დუ მარი)
5 ჯგუფი- აზია (ჩინეთის დიდი კედელი)
2 ჯგუფი-ავსტრალია (ულურუს მთა, დიდი ბარიერული რიფი, კუნძული ფრეიზერი, კუნძული მაკუორი)
3 ჯგუფი- ჩრდ.ამერიკა (ჯუნგლებში დაკარგული პირამიდების ქალაქი-მაკუორი)
4 ჯგუფი-სამხრ.ამერიკა (ჟაუს ეროვნული პარკი,სურა დუ მარი)
5 ჯგუფი- აზია (ჩინეთის დიდი კედელი)
ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის მნიშვნელობაზე და იმაზე თუ რა ნიშნით შეიყვანა იუნესკომ მოცემული ობიექტები მთავარ სიაში.
პრეზენტაცია საკმაოდ საინტერესო იყო რადგან, ესწრებოდნენ არა მხოლოდ კლუბის წევრები, არამედ მასწავლებლები და ბავშვები, რომლებსაც კლუბის მუშაობა ძალიან მოეწონათ.
პრეზენტაცია საკმაოდ საინტერესო იყო რადგან, ესწრებოდნენ არა მხოლოდ კლუბის წევრები, არამედ მასწავლებლები და ბავშვები, რომლებსაც კლუბის მუშაობა ძალიან მოეწონათ.
უნდა აღინიშნოს აგრეთვე ის ფაქტი, რომ 25 ოქტომბერს ამავე კლუბის კოორდინატორს, მენაჯერსა და ლიდერს ა/ო "აკმეს" დამფუძნებელმა ქ. ნათია კალანდაძემ საშუალება მოგვცა დავსწრებოდით გერმანული ა/ო-ს მიერ რეგიონალური პროექტის ფარგლებში ბ. შტეფან დიომპკეს და ქ. მარინა თევზაძის მიერ ჩატარებულ სემინარს სწორედ ამ საკითხთან - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენცია - დაკავშირებით. რათქმაუნდა, დიდი მადლობა მათ ამისთვის.
რაც შეეხება მორიგ შთაბეჭდილებებს, რათქმაუნდა კვლავ მოხიბლულები დარჩნენ არამარტო კლუბის წევრები, არამედ დამსწრეებიც. კლუბში მუშაობის ამბიცია კი უფროდაუფრო იზრდება...
"მარტინ ლუთერ კინგი - არა რასიზმს!"
27.11.2017 წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში შედგა ისტორიის კლუბ "ჰელიოს" მიერ მორიგი საინტერესო თემის "მარტინ ლუთერ კინგი - არა რასიზმს!" პრეზენტაცია.
პრეზენტატორებმა ეკატერინე იოსელიანმა, საბა გურეშიძემ და თინათინ გურეშიძემ(გრაფიკული უზრუნველყოფა) ისაუბრეს ამერიკის "რასისტულ" ეპოქაზე და აფროამერიკელების უფლებებისთვის და სამართლიანობისთვის მებრძოლ მარტინ ლუთერ კინგის 1960-იანი წლების ფართომაშტაბურ გამოსვლებზე.
ამ თემაზე დისკუსიაც გაიმართა,რითაც თავისუფალი დამსწრენი და კლუბის ახალიწევრები კიდევ უფრო საინტერესო გარემოში აღმოჩნდნენ, როგორც თავად აღნიშნეს.
16.11.2017 წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში, ისტორიის კლუბ "ჰელიოს" მიერ შედგა პრეზენტაცია თემაზე "ღირსშესანიშნავი ადგილების აღქმა".
ბავშვებმა ისაუბრეს იმერეთის (პრომეთეს მღვიმე), საქართველოს (ვარძია) და მსოფლიოს ღირსშესანიშნაობებზე (პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი).
ისაუბრეს მათ დანიშნულებებზე, ისტორიაზე და ამ ბუნებრივ თუ ანთროპოგენურ ძეგლთა დანიშნულებაზე, როგორც წარსულში, ასევე დღეს-თანამედროვე პერიოდში.
პრეზენტაცია საკმაოდ საინტერესო გამოდგა. სკოლის დირექტორმა ბ. გიორგი ბენიძემ დღევანდელი პრეზენტაცია დადებითად შეაფასა და ერთ კვირიან ბანაკსაც კი დაგვპირდა❤
მადლობა მას ამისთვის. აგრეთვე დიდი მადლობა კლუბის ხელმძღვანელს და მთელ გუნდს მათი ასეთი ძალისხმევისთვის
"ტურიზმი ჩვენს ქალაქში"
2017 წლის 7 ნოემბერს ისტორიისა და ეკონომიკის კლუბის წევრები,ვიმყოფებოდით ტურისტულ ცენტრში, სადაც გაიმართა დისკუსია თემაზე: "ტურიზმი ჩვენს ქალაქში" ისტორიის კლუბი "ჰელიო" და ეკონომიკის კლუბი "ლაიკ როდისი" აქტიურად ვთანამშრომლობთ ერმანეთთან, ერთად ვცდილობთ მეტი რამ გავიგოთ ჩვენს ქალაქზე როგორც ისტორიული ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
ჩვენი ბავშვები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ კლუბისა და მათი წარმატებული მომავლისათვის
თემის დამუშავება და სრული შემართებით მზადება კლუბის პირველი პრეზენტაციისთვის N1 დღე
კლუბ ,,ჰელიო"–ს პრეზენტაცია
30 ოქტომბერს წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის ჯეო-კლასის ოთახში შედგა ა/ო „აკმეს" მიერ ჩამოყალიბებული ისტორიის კლუბის „ჰელიოს" პრეზენტაცია, კლუბის წევრების ფუნქციების დელიგირება და სამოქმედო გეგმის გაცნობა.
კლუბის წევრები საკმაოდ დააინტერესა კლუბის მიერ მომავალში დაგეგმილმა აქტივობებმა და სრული შემართებით აპირებენ კლუბში მუშაობას.
No comments:
Post a Comment